ჩეხი ჟურნალისტი, რეი ბეისლი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, 34-საათიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე X-ზე ავრცლებს და წერს, რომ ის ევროკავშირის პირველი ჟურნალისტია, რომელსაც საქართელოში შესვლა აეკრძალა.
ორგანიზაცია წერს, რომ ის გმობს მსგავი ტიპის დაბრკოლებას ქვეყანაში, გადამწვეტი არჩევნების წინ.
"ჩეხი რეპორტიორი, რეი ბეისლი 34 საათიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოდან გააძევეს. ის ევროკავშირის პირველი ჟურნალისტია, რომელსაც საქართველოში შესვლა აეკრძალა. RSF გმობს ამ დაბრკოლებას გადამწყვეტი არჩევნების წინა დღეს და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს გაუმართლებელი აკრძალვები", - წერს RSF.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი თბილისში არჩევნების გასაშუქებლად 23 ოქტომბერს ჩამოფრინდა, მან სოციალურ ქსელ X-ში თავად დაწერა, რომ ქვეყანაში არ უშვებდნენ, მაგრამ არ ეუბნებოდნენ, რატომ. ამის შემდეგ ჟურნალისტი გაქრა.
იხილეთ ასევე: