დარღვევების დაფიქსირების შემდეგ, ბათუმის მე-2 საარჩევნო უბნიდან თავმჯდომარემ ოპოზიციის დამკვირვებელი გააძევა

გამოქვეყნდა:

ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანში ოპოზიციის დამკვირვებლებმა დარღვევები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარეს მიმართეს, რასაც რეაგირება არ მოყვა. მათი თქმით თავმჯდომარე აგრესიით გამოირჩეოდა.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც არსებულ ვითარებას გაეცნო, თავმჯდომარის საჩივარი დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი გვანცა შარაძე გამოაძევეს.

"დილას როგორც კი დაიწყო არჩევნები შეიქმნა მარკირების პრობლემა. ამომრჩეველი მოდიოდა რეგისტრატორთან, რეგისტრატორი აჩვენებდა, როგორც წესია, როგორ უნდა შემოხაზოს, შემდეგ ატანდა ამ მარკირების კალამს ხმის მისაცემად და ეუბნებოდა უკან დამიბრუნეთ ეს მარკირება. რო დავაფიქსირე ეს ფაქტი, რო თუ შეიძლება მოგვარდეს მარკირების პრობლემა მეთქი რეაგირება არ ჰქონდა. ამაზე დავწერე საჩივარი, რაზეც თავმჯდომარე დამემუქრა რომ მე ვიზამ ისე, რომ შენ გაგაძევოო. 

ამის შემდეგ, მოხდა მეორე დარღვევა, მოვიდა უსინათლო პიროვნება თავმჯდომარე შეჰყვა კაბინაში, შემდეგ გარეთ გამოვიდა კაბინიდან და ზემოდან უთითებდა როგორ უნდა მონიშნოს საჭირო ამომრჩეველი, ეს არის პირდაპირი მინიშნება. სამჯერ ვუთხარი, რომ არ შეიძლება და სხვა ამომრჩეველი დახმარებოდა უსინათლოს. ამაზე რეაგირება არ ჰქონდა. 

ამის შემდეგ დავწერე თავმჯდომარეზე საჩივარი. როგორც კი დავწერე საჩივარი, ალბათ მიიღო დავალება საათის თუ ნახევარი საათის შემდეგ და ჩემი გაძევების ოქმი დაწერა. ახლა ამ მდგომარეობისთვის გაძევებული ვარ უბნიდან," - ამბობს გვანცა შარაძე. 

კომისიის თავმჯდომარემ "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი