"ახლა დაგარბევთ" | ისანში, სავარაუდოდ არაფხიზელი პირები "ოცნების" გაფერადებას ითხოვენ და ჟურნალისტებს ემუქრებიან [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ისანში, 30-ე საარჩევნო უბანთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" ნომრის გაფერადებისკენ მოუწოდებდნენ და ოპოზიციის ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც და დარბევით ემუქრებოდნენ. 

"ეს ადამიანები არიან სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში, რომლებიც აგიტაციას ეწეოდნენ. აგიტაცია მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო სხვა რამეა, ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უბანზე მოვიდოდა და 41 ნომრის გარდა სხვა ნომერს გააფერადებდა. არ დავკონკრეტდები, რადგან კომენტარზე ვართ ვერ ვიტყვი და ვერ გავიმეორებ იმას. ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს, როგორც ჩვენ ასევე ჟურნალისტებს და აი ასე მუშაობენ, ასე მუშაობს "ქართული ოცნება". 

აი ბატონი მამუკა წარმოადგენს "ქართულ ოცნებას" და კიდევ ის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც გაიქცნენ აქედან და მიიმალნენ მანქანებით. დაგიფასებენ მამუ, აუცილებლად დღის ბოლოს ჩაგირიცხავენ პრემიას," - ამბობს მარიამ დოლიძე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი