მარნეულში 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
დამკვირვებლის თქმით, მან შენიშვნა მისცა კომისიის წევრებს მაგიდების განლაგებასა და მარკირების დარღვევებზე, რის შემდეგაც დაჯგუფებამ ოთახის დატოვება მოსთხოვა. მისი თქმით, დაჯგუფების წევრები ამომრჩევლის გადაწყვეტილებას კაბინებთანაც აკონტროლებდნენ.
ნაცემია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქერიმოვი.
"აქ საშინელება ხდება, მოვედით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აგდებდნენ უბნიდან, მოვედით გასაკონტროლებლად ამ სიტუაციის და უცებ რაღაც ბანდიტური ჯგუფი შემოვიდა საარჩევნო უბანზე და დაგვიწყეს რტყმევა, განურჩევლად, გინება და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის სასტიკად ნაცემი. სასწრაფოს ველოდებით ჯერ არ მოსულა, პოლიციას ველოდებით პოლიცია არ არის. ბანდაა შეკრებილი აქ და გვემუქრებიან მოკვლით," - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი კახა კვეკვესკირი.
ნინო ლომჯარია მარნეულში 69-ე უბანზე გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ადამიანები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან.