ძალადობა სუს-ის მართული "ქუჩის ბიჭებისგან" | ისანში დამკვირვებელს შუშის ბოთლი ესროლეს, კადრებში ჩანს დანაც

გამოქვეყნდა:

ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ცოტა ხნის წინ, ხმაური და დაპირისპირება იყო. მობილიზებული იყო 20-30 ადამიანი, რომლებიც მედიის გამოჩენის შემდეგ გაიქცნენ, მათ შორიახლოს მანქანები ელოდებოდათ. აღნიშნულმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეებს, მედიას და ერთ-ერთ დამკვირვებელს შუშის ბოთლიც კი ესროლეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც თუმცა, მათ მოძალადეები არ დაუკავებიათ.

ასევე ისანში, 52-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სავარაუდოდ, მობილიზებულები არიან სუს-ის მიერ მართული ე.წ. ქუჩის ბიჭები. 

გადაღებულ კადრებში ჩანს დანაც. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი