არჩევნები 2024 🇬🇪🇪🇺ფოთში მე-15 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გარდაიცვალა გამოქვეყნდა: შაბათი, 26 ოქტომბერი, 2024 - 14:16
ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე ცესკოს კომისიის წევრი 45 წლის კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილზე ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ავტორი: ემა გოგოხია