ისანში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 99- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ სკოლაში რამდენიმე საარჩევნო უბანია განთავსებული.
არსებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 30-მდე ადამიანი ოპოზიციის ამომრჩევლებს, უბრალო გამვლელებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ისინი მიმავალ მანქანებს ფეხს ურტყამდნენ და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, რის შედეგადაც ავარია მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟი.