გორში, მე-14 საუბნო-საარჩევნო კომისიასთან აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

გორში ვერხვების დასახლებაში, მე-14 საუბნო-საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული. სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ქალ აქტივისტებს "ოცნების" ზონდერები დაუპირისპირდნენ 

"მერის წარმომადგენელი დარეჯან შატბერაშვილი იმყოფებოდნენ მთელი დღე ამ უბანთან და ოცნების სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ, ჩვენ მივუთითეთ რომ ეს იყო კანონდარღვევა, ჩემი მეგობარი უხსნიდა, რამაც შატბერაშვილის სადამსჯელო რაზმში გამოიწვია გაღიზიანება. ბიჭი გადმოხტა მანქანიდან, ეცა ჩემს მეგობარს, ტელეფონი წაართვა, ძირს დააგდო, მერე ერთ-ერთმა მოპარა ეს ტელეფონი შემდეგ მე მეცა და ჩემი ტელეფონის დამტვერვასაც შეეცადა. იყო ფიზიკური ძალადობა, ხელები გადამიგრიხეს და მთელი ძალით მიჭერდნენ. რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიცია. " ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი. 

პოლიციას აქტივისტები გამოკითხვაზე, განყოფილებაში გადაჰყავს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი