"ტელევიზიასთან გამოჩენის კომპლექსი აქვთ" | მოქალაქე ამტკიცებს, რომ მშენებლობაზე დასაქმებულებს საარჩევნო უბანთან "უხდის ხელფასს"

გამოქვეყნდა:

ბათუმში, მე-3 საარჩევნო უბანთან, ქართული ოცნების წარმომადგენლები ფულს არიგებდნენ. როდესაც "მთავარი არხი" ადგილზე მივიდა და მათ კითხვები დაუსვა, მიკროავტობუსში მსხდომებმა სახეები და სიები დამალეს და კითხვებს არ უპასუხე.,

პირი, კი რომელმაც კომენტარზე უარი არ თქვა, ამბობს, რომ მშენებლობა აქვს და სწორედ საარჩევნო უბანთან გადაწყვიტა თანამშრომლებისთვის "ხელფასის გადახდა" - "მშენებლობა მაქვს და ხალხს უნდა დავურიგო კუთვნილი ხელფასები..." - ამბობს მოქალაქე. 

მას შემდეგ კი რაც ვკითხეთ, რატომ ჰქონდათ მიკროავტობუსში მსხდომებს სიები ის ამტკიცებდა, რომ ამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს. 

"მათი უფლებაა, რომ არ უნდა გაგესაუბრონ თქვენ, ეს არის ჩვენი უფლება, ვისაც გვინდა მივცემთ ინტერვიუს, ვისაც უნდა არა... კომპლექსი აქვთ, რომ ტელევიზიასთან არ უნდა გამოჩნდნენ...ამერიკულად უნდა გესაუბროთ მაინცდამაინც, თუ რუსულად?!" - ამბობს "მშენებელი". 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი