მარნეულის N69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ცესკომ ბათილად ცნო | განცხადება

გამოქვეყნდა:

მარნეულის N69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ცესკომ ბათილად ცნო, - განცხადება ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააკეთა. 

მისი თქმით, დეტალებს, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი იყო პირი, რომელმაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვიდეოში ვნახეთ, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა. უფრო მეტ დეტალებს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას,“ – აღნიშნა იოსელიანმა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 164-ე 3 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი