მარნეულში დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

"ფაქტი იყო – სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას. დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი. საბოლოოდ, ხმა ვერ მისცა. დრო დაგვჭირდა ოქმის შესადგენად და მოვაწერე ხელი," - განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა. 

გამოცემის ცნობით, მომხდარს კომისიის წევრებს შორის კამათი მოჰყვა. ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარეს საყვედურობდა. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მირზა დარგალი საარჩევნო უბნიდან გააძევა და თავისი მოვალეობა შეასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი