წინასწარი შედეგებით, ჩინეთში პროევროპულმა ოპოზიციამ ხმების 82%, ხოლო "ოცნებამ" - 18 % მიიღო

გამოქვეყნდა:

ჩინეთში, პეკინში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილი უბანი დაიხურა. წინასწარი შედეგებით, 57 ხმიდან: პროევროპულმა ოპოზიციამ - 82%, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" - 18% მიიღო. 

უბანზე სულ 57 ხმა იყო, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 18 ხმა;
  • "ქართული ოცნება" - 10 ხმა;
  • "ძლიერი საქართველო" - 10 ხმა;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 8 ხმა;
  • "გირჩი" - 4 ხმა;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 4 ხმა;
  • "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 1 ხმა;
  • "ევროპელი დემოკრატები" - 1 ხმა;
  • "ტრიბუნა" - 1 ხმა.

 

არჩევნები 2024 | მთავარის სპეცეთერი [მთავარი 18:00 საათზე]
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი