პური შესაძლოა გაძვირდეს - ფქვილი უკვე გავძირდა

გამოქვეყნდა:

ფქვილი გაძვირდა. თუ აქამდე 1 ტომარა ფქვილის ფასი 55 ლარი იყო, დღეს ის უკვე 58 ლარი ღირს. ფქვილის გაძვირება კი პურის ფასის მატებას გამოიწვევს. პურის მრეწველთა კავშირში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არსებულ ფასს ინარჩუნებენ, თუცა მათი მოგების ხარჯზე და როდემდე შეძლებენ ასე გაგრძელებას, უცნობია.

პურის გარდა, სპეციალისტები სხვა პროდუქტების გაძვირებასაც ვარაუდოებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობა ოქტომბრიდან უკვე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მძიმე შედეგებს.

ფასების ზრდა კი ეროვნული ვალუტის ყოველდღიურმა გაუფასურებამ გამოიწვია. "ბლუმბერგზე" ლარი დღეს უკვე გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი 3 ლარი 28 თეთრი ღირს. მისი ოფიციალური კურსი კი 3.26 ლარია. ეროვნული ბანკი ახლა კურსს დღის ბოლოს დაადგენს. პარალელურად, ცნობილი ხდება რომ სებ-ი კიდევ 40 მილიონ დოლარს გაყიდის. სექტემბრის თვიდან სებმ-მა უკვე 120 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარი ისევ თავისუფალ ვარდნაშია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი