უკრაინის პარლამენტის წევრი ოლექსი გონჩარენკო საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდება. უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სრული უწესრიგობა დახვდა, ზოგ ადამიანი კი სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას.
"მე ვარ ოლექსი გონჩარენკო, უკრაინის პარლამენტის წევრი, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და მიგრაციისა და ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე. ახლა კი ვარ საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ახლა მოვედით ერთ-ერთი სოფლიდან, მინდა გითხრათ, რომ იყო სრული უწესრიგობა, ორგანიზება იყო ცუდი, უცნაური რამეები ხდებოდა და რა თქმა უნდა, ყველაფერს დავაფიქსირებთ. ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა სხვების პირადობის მოწმობით მიეცა ხმა და ასე შემდეგ. აქ კი ყველაფერი მშვენივრადაა ხალხი აძლევს ხმას, ყველაფერი არის გამჭვირვალე და სამართლიანი. კომისია კარგად მუშაობს. ასე რომ გააჩნია ადგილს," - განაცხადა გონჩარენკომ.