"ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს.. ეს ჩემი უფლება და ამავდროულად ვალდებულებაც არის" | ქეთევან გორჯესტანი

გამოქვეყნდა:

"ხმა [მივეცი] საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის [ქვეყანა, რომელიც] ევროპისკენ მიდის და მივა. ამიტომ ვიყავი აქ და ამიტომ მივეცი ხმა. რაც მთავარია, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მოვსულიყავი და ხმა მიმეცა. ეს ჩემი უფლება კი არის, მაგრამ ასევე ვალდებულებაც არის. ყველამ უნდა მისცეს ხმა და ძალიან გამიხარდა, როცა ვნახე რომ ბევრი ხალხი იყო ჩამოსული. ვიღაცას დაველაპარაკე, რომელიც სამხრეთიდან ჩამოვიდა, ღამის მატარებლით 600 კილომეტრი იარა, მოვიდა და ხმა მისცა. ეს არის მთავარი!"

თქვა პრეზიდენტის შვილმა, ქეთევან გორჯესტანმა პარიზის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი