"ოცნების" ზონდერებმა ზუგდიდში ერთ-ერთი ბარიც დაარბიეს | შსს-ს მოძალადეები არ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

ხმაურისა და არაერთი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცესი სამეგრელოშიც.  ზუგდიდში დაძაბულობა კენჭისყრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. მას შემდეგ რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოცნების მიერ მიტაცებული არჩევნების წინასწარი შედგები გამოაქვეყნა -  ზუგდიდში, "კოალიცია ცვლილების" ოფისს  თავს დაესხნენ სის-ის მიერ მართული ე.წ. ქუჩის ბიჭები.  

ზონდერები კოალიციის ოფისში მყოფებს ქვებსა და ხელკეტებს ესროდნენ. კოალიციის ოფისის გარდა, ოცნების ტიტუშკებმა ზუგდიდის  ცენტრში მდებარე  ბარი "მეგობარი" დაარბიეს, სადაც არჩევნების შემდეგ მისული ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. შსს-ს "ოცნების" ზონდერები არ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ისინიც საკუთარი თვალით უყურებდნენ მოძალადეების ქმედებებს. პოლიციამ ისინი მხოლოდ განარიდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი