
"ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ასევე იქნება მისი შედეგები" - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, ფაიქ ოზთრექი საუბრობს და ამბობს, რომ ჩატარებულ არჩევნებში სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა დაშინების, ზეწოლის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები:
"მინდა დავიწყო განმარტებით NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ეს NATO-სგან ცალკე არსებული სტრუქტურაა და მე ვსაუბრობ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით და არა NATO-ს სახელით...
ჩვენ მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში , ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდასაჭერად და ასევე ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ კანონი, რომელიც არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, არის ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე უკან გადგმული ნაბიჯი და ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი შედეგები კიდევ მეორე ტესტი იქნება...
ჩვენს განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე უარყოფითი ელემენტი, რაც დავაფიქსირეთ ამ არჩევნების დროს. პირადად მე, რაც მაწუხებდა ეს იყო შემდეგი: დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე დაშინების და ზეწოლის შემთხვევები ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნების გარეთ, ასევე ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი სათამაშო მოედანი, ანუ არათანაბარი პირობები და ასევე განხეთქილებების შემომტანი რიტორიკა, და სხვა." აღნიშნავს ფაიქ ოზთრექი