"არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს" - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრი ხდება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან დღეს საღამოს 7 საათზე  გამართავენ.  

აქცია პრეზიდენტისა და პროევროპული ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად, გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაიგეგმა. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. მათთან ერთად ქუჩაში გადის სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც  26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღირებს და ამბობს რომ ის არალეგიტიმური იყო. 

პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ საყოველთაო აქციას უერთდებიან  სტუდენტები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს და პროფესიის ადამიანები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი