"არჩევნები არის მოპარული და ქურდი უნდა დაისაჯოს" | ემიგრანტებმა მტკიცებულებების შეგროვება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

არჩევნები დარღვევებით ჩატარდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზეც. შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება უკვე დაიწყეს ემიგრანტებმაც, რომლებიც არ აღიარებენ გაყალბებულიო არჩევნების შედეგებს და საკუთარი ხმის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ "ოცნებამ" არჩევნები წააგო, ემიგრანტების თქმით, იყო მცდელობები, მაქსიმალურად შეეშალათ ხელი მათთვის.

კერძოდ, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისა და დასტურის მიუხედავად, ესა თუ ის ამომრჩეველი  საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ სხვა უბანზე იყო მიწერილი. 

დარღვევებზე მტკიცებულებებს პლატფორმა "თაობები ქვეყნისთვის" აგროვებს დასავლელ პარტნიორებს გადასცემენ. 

"არჩევნები არ არის მიტაცებული, არჩევნები არის მოპარული და ქურდი უნდა დაისაჯოს" - ამბობს ერთ ერთი ემიგრანტი "მთავარ არხთან".

თბილისის პარალელურად კი,  გაყალბებული არჩევნები გუშინ ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გააპროტესტეს. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი