"სამჯერ კაბინიდან იკითხეს რა უნდა მოვხაზოვო; ცესკოს წარმომადგენელი იძახდა "ოცნებიდან" ვარო..." | დამკვირვებლები უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კარუსელის შემთხვევები, სხვისი პირადობით ხმის მიცემის ფაქტები, ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლისა და უბნებზე ობსტრუქციიის შეტანა ოცნების აქტივისტების მიერ, კომისიის მიკერძოებული წევრები, მარკირების წესისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევების სია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, გრძელია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე ხელვაჩაურის საარჩევნო უბნიდან, სადაც ჩანს, რომ ერთი და იგივე ხმის მთვლელი მანქანიდან ამოღებულია 2 ქვითარი სხვადასხვა მონაცემებით და გაზრდილია "ოცნების" მაჩვენებელი, "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა აღნიშნული უბნის კომისიის წევრებს მიმართა. რატომ ჰქონდა ერთ კომისიას 2 სხვადასხვა ქვითარი, ისინი ასე განმარტავენ:

"შეცდომით აიტიჩნიკმა გადასცა პირველად ამოღებული ქვითარი, მერე რომ ვნახეთ, რომ არ დაემთხვა - 1404 ამომრჩეველი იყო მოსული და რომ არ დაემთხვა, დავრეკეთ ცესკოში და ისევ ხელახლა ამოვიღეთ ახალი ქვითარი...სამი აპარატურა იყო და ამოვიდა ორიდან.." აცხადებენ კომისიაში. 

ერთ-ერთი დამკვირვებელი კი "მთავარ არხთან" ყვება იმ დარღვევებზე, რომლებსაც თავად შეესწრო: 

"ამომრჩეველი გამოდიოდა ხმის მიცემის შემდეგ გაშლილი ბიულეტენით და აჩვენებდა რომ 41 მოვხაზე. ვისაც აჩვენებდნენ, "ოცნების"დამკვირვებლებს, რეაქცია არ ჰქონდათ იმიტომ, რომ მე იქ ვიდექი, მაგრამ ფაქტია, რომ დარიგებული ჰყავდათ და ანახებდნენ, რომ რომ როგორც დაარიგეს, ისე მოიქცნენ.  

სამჯერ კაბინიდან იკითხეს - რა უნდა მოვხაზოვო.

იყო ესეთი შემთხვევაც, რომ ცესკოს წარმომადგენელი იძახდა პირდაპირ, "ოცნებიდან" ვარო. უცხოელმა დამკვირვებლებმა ჰკითხეს - საიდან ხართო და უთხრა - ოცნებიდანო, მერე - არა, არა,  ცესკოდან ვარო" ამბობს დამკვირვებელი. 

ადამიანები, რომლებიც აკვირდებოდნენ ხმის მიცემის პროცესს, აგროვებენ და დოკუმენტურად ასაბუთებენ დარევებს, რომლებიც შესასწავლად საერთაშორისო გამოძიებას გადაეცემა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი