ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა - 1 აშშ დოლარი 3.2897 ღირს

გამოქვეყნდა:

დღეს საღამოს, ლარის კურის კიდევ 0,3 მეასედი თეთრით გაუფასურდა და ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის არასრული თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 22 თეთრით გაუფასურდა. ეს იმ ფონზე, რომდესაც სებ-მა რეზერვებიდან 120 მილიონი დოლარი გაყიდა და ამას შედეგი არ მოუტანია. 

ეკონომისტები ამბობენ, რომ ვალუტის კურსი ამ დონემდე "ოცენების" მმართველობის 8 წელმა მიიყვანა. მათივე თქმით, ერთადერთი ინვესტორი ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი დარჩა, სხვა ყველა ინვესტორი წავიდა. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი