ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები "საიამ" არჩევნებამდე აღმოაჩინა | ცესკომ უპასუხა, რომ ბიულეტენი "სატესტო" იყო

გამოქვეყნდა:

საიას ინფორმაციით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები მათ არჩევნებამდე გამართულ ცესკოს საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინეს და კალანდარიშვილის უწყებას ჯერ კიდევ 17 სექტემბერს მისი აღმოფხვრისკენ მოუწოდეს. საპასუხო წერილი ორგანიზაციამ ცესკოსგან 28 სექტემბერს მიიღო, სადაც ეწერა, რომ საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი ბიულეტენი იყო სატესტო და არჩევნების დღეს ბიულეტენები სხვა ხარისხის იქნებოდა.

საიამ დღეს ცესკოს მიერ მათთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი გაასაჯაროვა: 

"არჩევნების დღეს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

2024 წლის 28 სექტემბრის წერილით, საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას, თუმცა ეს პირობა ვერ შესრულდა" აცხადებენ საიაში.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს გაფერადებული ნომერი ჩანდა.

ამის გამო, დღეს საიამ ყველა იმ უბნის ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი