ლარის კატასტროფული ვარდნასთან ერთად, რომელიც მოსახლეობას ისედაც ტვირთად აწევს, ბოლო 10 წელში ხორბალი რეკორდულად გაძვირდა, ამიტომ მოლოდინია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზეც ფასი მოიმატებს. ამას ემატება ის, რომ მარაგები ქვეყანაში მინიმალურია.
ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი გაიზარდა და სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, ფასმა 23 დოლარით მოიმატა. საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი იმპორტირებული პროდუქტი 1 თვეში 70 ლარით გააძვირა გაუფასურებულმა ლარმაც. თუ სექტემბრის პირველ კვირაში რუსეთში ხორბლის ღირებულება 212 დოლარი იყო, დღეს მისი ფასი 235 აშშ დოლარია. აისახება თუ არა ხორბლის ფასის ზრდა პურის გაძვირებაზე ? მოსახლეობა ამბობს, რომ პირველადი მოახმარების პროდუქტზე ფასი სავარაუდოდ მოიმატებს,. რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
ფქვილის ფასის ზრდა აწუხებთ ბიზნეს სექტორშიც. ბესო ჯიქია, რომელიც ქვეყამნაში ხორბლის ერთ-ერთი მთავრი იმპორტიორია ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ხორბლის ფასი რეკორდულად არის გაზრდილი. გვიდასტურებს, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს და შესაბამისად ხორბალზე ფასის ზრდა პურის ღირებულების გაზრდასაც გამოიზვევწს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო 100%-ით რუსულ ხორბალს მოიხმარს. 2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 314 588 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო. ამ ფაქტს საგანგაშოდ აფასებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ გაეროს რეგულაციით საქრთველოს მთავრობა ვალედებულია საერთო შიდა მოხმარების 12% მარაგი შექმნას.