სუდანი, სამხრეთ აფრიკა, საქართველო... | IMF-ის კვლევით, უმუშევრობის დონით 100 ქვეყნიდან მესამე ადგილზე ვართ

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებული გლობალური უმუშევრობის ახალი სტატისტიკის თანახმად, საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოს 100 ქვეყანას შორის.

საქართველო 14.5%-იანი უმუშევრობის დონით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ სუდანი (58%) და სამხრეთ აფრიკა (33.7%) უსწრებენ.

"ჩვენი მთავრობა თავს რომ იწონებს ხოლმე უმუშევრობის შემცირებით, ეგეც კონტექსტიდან ამოგლეჯილი არის იმიტომ, რომ კი მცირდება უმუშევრობა, მათ შორის რაღაც ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილების ხარჯზე, ისედაც მცირდება უმუშევრობა, მაგრამ ეგ არის გლობალური ტენდენცია კოვიდ-19-ის მერე ყველგან ეგრე ხდება და ამიტომ მაგით სიამაყე და ის, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია არასწორია და მანიპულაციურია," - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მხრივ საქართველოს უფრო ცუდი შედეგი აქვს ვიდრე ომში მყოფ უკრაინას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი