ISFED: დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე

გამოქვეყნდა:

"სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

ISFED-მა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსა და საარჩევნო დავებზე ანგარიში წარადგინა.

არჩევნების დღეს "სამართლიანმა არჩევნებმა" ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში.

დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 საარჩევნო უბნებს გარეთ ხოლო 26 საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა;
საუბნო საარჩევნო კომისიებში 104 საჩივარი [ასევე დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში];
საოლქო საარჩევნო კომისიებში 189 საჩივარი [214 ფაქტთან დაკავშირებით];
ცესკოში 1 საჩივარი;

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი