"გამოვლენილი ფაქტები ხმებზე მასიური მასშტაბის მანიპულირებაზე მეტყველებს" | Politico

გამოქვეყნდა:

Politico საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოვლენილი ფაქტები უაღრესად დახვეწილ მასიურ მანიპულირებაზე მეტყველებს.

"ადგილობრივი დამკვირვებლები და ოპოზიციური ელემენტები ახლა ამტკიცებენ ხმების გაყალბების კომპლექსურ, ფართომასშტაბიან სქემას. როგორც ჩანს, ადრეული ანალიზები ადასტურებს ამ ბრალდებებს, ცესკოს მონაცემები აჩვენებს დიდ დარღვევებს რაიონებში. მნიშვნელოვანი შეუსაბამობებით აქტივობასა და ხმების წილს შორის. ფაქტობრივად, მონაცემების მიხედვით სავარაუდოა, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა სოფლის ტერიტორიები, სადაც იყო ნაკლები დაკვირვება, აქტივობის გაზრდით ხელოვნური უმრავლესობის შესაქმნელად.

[...]

იმისათვის, რომ დემოკრატიებმა დაიბრუნონ თავიანთი უპირატესობა, მათ უნდა ისწავლონ შეტევაზე გადასვლა საინფორმაციო, პოლიტიკურ და სტრატეგიულ სივრცეებში", - წერია სტატიაში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი