უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისში იმყოფებოდა - ინფორმაციას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს.

RSF წერს, რომ შეშფოთებულია მისი როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. 

მალკევიჩი, როგორც რუსი პროპაგანდისტი, ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნების მიერაა სანქცირებული. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და $10 მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული მასზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი