"თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს" | საია ამომრჩევლებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

საია ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და თვლის, რომ მისი ხმის ფარულობა დაირღვა, გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართავს და ამისთვის შესავსებ ფორმას აქვეყნებს. 

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი არჩევანის უფლება, რაც დაცულია ხმის მიცემის ფარულობის პრინციპით. 

2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის უფლება მასობრივად დაირღვა. ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა. ამასთანვე, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო “ქართული ოცნების” კამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ. 

თქვენი კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა, რაც დაცვას საჭიროებს. ტექნოლოგიით ჩატარებულ უბნებზე ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც მათი არჩევანი აღარ იყო ფარული. სწორედ ამ მიზნით, საიამ მოითხოვა ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობა, სადაც ხმის ფარულობის უფლება დაირღვა (2,263 უბანი)." აცხადებენ საია-ში. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი