ქართველი ხალხისთვის წართმეული არჩევანის დასაცავად  ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს და ხვალ საპროტესტო აქციებია. "თაობები ქვეყნისთვის" ორგანიზებით, ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უწყვეტს პროტესტს აანონსებენ. მთავარი გზავნილია "დაიცავი შენი ხმა". 

ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმება და არალეგიტიმურად ცნობა,  ხელახალი არჩევნების ჩატარება და  სანქციების დაწესება ოცნების ყველა იმ მაღალჩინოსნისთვის, ვინც ხალხს არჩევანი მოპარა.

ამ მოთხოვნით აქცია გამართეს ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველებმაც. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი