საარჩევნო დარღვევების განხილვა ქუთაისში | სასამართლოში 17 უბნის ბათილად ცნობის შესახებ პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მასშტაბით არსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ, მესამე სექტორის სარჩელების განხილვა დაიწყო.

ქუთაისის სასამართლოში 17 უბნის ბათილად ცნობის შესახებ პროცესი 14:00 საათზე დაიწყო. სარჩელი სასამართლოში სადამკვირვებლო კოალიციამ მას შემდეგ შეიტანა, რაც მესამე სექტორის საჩივრები ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. მესამე სექტორის განცხადებით, ქუთაისში არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში არ მიმდინარეობდა და დარღვეული იყო ფარულობაც.

"ჩვენ ქუთაისის მასშტაბით 17 უბნის შედეგების ბათილობას ვითხოვთ. ასევე, კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხსაც ვაყენებთ, ვინაიდან გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები ამ 17 უბანზე, ჩვენი დამკვირვებლების შეფასებით და ჩვენს მიერ დამუშავებული მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად გვსურს, რომ ეს უბნები იქნეს ბათილი. დღეს იმართება ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა, ეს საჩივარი, მანამდე, შეტანილი გვქონდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელმაც არ დააკმაყოფილა. დღეს უკვე მოვისმენთ და გავივლით თითოეულ უბანთან მიმართებაში რა ტიპის დარღვევები იყო და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით," - განაცხადა ლელა მოწონელიძემ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან".

ქუთაისის სასამართლოში პროცესს აღნიშნული საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეებიც ესწრებიან. ამ დროისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი