"ჩემი ხმა" პროკურატურას მიმართავს დაიწყოს გამოძიება ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და მდივნის მხრიდან, სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე

გამოქვეყნდა:

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს და გენერალურ პროკურატურას მიმართავს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, გაყალბების ის მასშტაბური სქემა, რომელსაც 26 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი, ცესკოს ხელმძღვანელი პირების ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა:

"მმართველი პარტიისთვის სასურველი სქემის ხელშესაწყობად, უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში, გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი." განაცხადა თოლორაიამ. 

სადამკვირვებლო მისიას ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს, თუმცა თოლორაია აღნიშნავს, რომ დასახელებული პირების მხრიდან სახეზეა სულ მცირე სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში, იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება [ 332-ე მუხლი].

"მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენელთა მიერ, სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე" - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ. 

ვრცლად

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი