ISFED: ბორჯომის ერთ-ერთ უბანზე, რეგისტრირებული იყო 514 კაცი ამომრჩეველი- ხმა მისცა 599-მა | აუხსნელი შეუსაბამობები კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობაში

გამოქვეყნდა:

"სამართლიანმა არჩევნებმა" არჩევნების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში გაანალიზა და აღმოაჩინა, რომ მამაკაც და ქალ ამომრჩევლის აქტივობაში აუხსნელი შეუსაბამობაა. რიგ უბნებზე კი მამაკაცების აქტივობა 80-100% -ის დიაპაზონშია, თუმცა იგივე უბნებზე ქალების აქტივობა არ აღემატება 60%, რაც აჩენს ეჭვს მანიპულაციაზე. 

მაგალითად, სამტრედიაში ერთ-ერთ ელექტრონულ უბანზე რეგისტრირებული იყო 660 კაცი ამომრჩეველი, სპეციალურ სიაში იყო 8 მამაკაცი, თუმცა ხმა მისცა 673-მა მამაკაცმა. 

ბორჯომში კი ტრადიციულ უბანზე, სადაც 514 კაცი იყო რეგისტრირებული ხმა მისცა 599-მა;
ყვარელში - ტრადიციულ უბანზე რეგისტრირებული იყო 123 კაცი ამომრჩეველი - ხმა მისცა 140-მა. სპეციალურ სიაში იყო - 4;
წყალტუბო -  ტრადიციულ უბანზე რეგისტრირებული იყო 95 კაცი ამომრჩეველი - ხმა მისცა 105-მა. სპეციალურ სიაში იყო - 3;
ადიგენი - ტრადიციულ უბანზე რეგისტრირებული იყო 122 კაცი ამომრჩეველი - ხმა მისცა 127-მა. სპეციალურ სიაში იყო - 1;
ნინოწმინდა - ტრადიციულ უბანზე რეგისტრირებული იყო 26 კაცი ამომრჩეველი - ხმა მისცა 65-მა. სპეციალურ სიაში იყო -38; 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი