ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულად - $627 მილიონით შემცირდა

გამოქვეყნდა:

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულად - $627 მილიონით შემცირდა - ინფორმაციას გამოცემა BM.ge ავრცელებს და წერს, რომ ეს სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა.

მათივე ცნობით, ამ კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, თუმცა იქამდე საჯაროა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შემცირდა. პირდაპირი სავალუტო ინტრვენციებისა და Bmatch პლატფორმით განხორციელებული გაყიდვების გარდა, რეზერვების კლებაზე სავარაუდოდ გავლენა იქონია სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვამაც, თუმცა აღნიშნული სტატისტიკაც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი