მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

გერმანელი სპორტსმენი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბორის ბეკერი საკუთარი ქონების დამალვაშია ეჭვმიტანილი და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

SKY SPORT-ის ინფორმაციით, 2017 წელს ბეკერი ვალების გამო გაკოტრდა, თუმცა მის მფლობელობაში კვლავ იყო $1,5-მილიონად შეფასებული სახლი და აქციები. მიუხედავად ამისა, სპორტსმენმა გამოძიებას ქონება დაუმალა და ახლა მისი პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოს წინაშეა დაყენებული.

ცნობისთვის, ბორის ბეკერი ყოფილი პირველი ჩოგანი და ექვსგზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულია. მან სამჯერ - 1985, 1986 და 1989 წლებში უიმბლდონი მოიგო, 1989 წელს ამერიკის ღია პირველობა, ხოლო 1991 და 1996 წლებში ავსტრალიის ღია პირველობა. კარიერის განმავლობაში ბეკერმა 49 ტიტული მოიპოვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი