"მარკერები ცესკოს Smartmatic-მა მოაწოდა, ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ სიცრუეა" | ცესკო

გამოქვეყნდა:

თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნებზე "სმარტმატიკის" მარკერები არ გამოუყენებია, ცენტრალური საარცევნო კომისია სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამებს. 

ცესკოს განცხადების თანახმად, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

"საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.

აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად," - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი