დღეს, 15 ნოემბერს, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან, ჯგუფ "დაიტოვეს" ორგანიზებით მსვლელობა გაიმართება - დემონსტრანტები "ქართული ოცნების" მიერ გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და იბრძოლებენ, ვიდრე არჩევნების შედეგებს არ დაიბრუნებენ.