ჭყონდიდობის დღესასწაულის გადასაღებად მისული მთავრი არხის გადამღები ჯგუფი სასულიერო პირების თავდასხმის ობიექტი გახდა. სასულიერო პირები ჯერ კამერის დამტვრევით დაიმუქრნენ, შმდეგ კი ჟურნალისტებს ტაძარი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
მარტვილის მერი და მისი გარემოცვა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები და "ქართული ოცნების" კოორდინატორები - ძირითადად სწორედ ისინი ესწრებოდნენ დღევანდელი წირვა-ლოცვას.
მრევლი არც წირვის შემდეგ გამართულ ღონისძიებაზე და არც საზეიმო ტრაპეზზე მიუწვევიათ.
რატომ არიან საეკლესიო პირები მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული- "მთავარი არხის" მიერ დასმულ ამ კითხვას მღვდელმთავრების მორიგი გაღიზიანება მოჰყვა. პასუხის ნაცვლად მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ბოლო თაობის მობილური ტელეფონით ჩვენს გადამღებ ჯგუფს ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით "დაემუქრა".
სასულიერო პირების გაღიზიანების მთავარი მიზეზი მეუფე ისაიას ქადაგებაა, სადაც ის ეპარქიისთვის მეუფე პეტრეს დამსახურებასა და ღვაწლზე საუბრობს- ასე ხსნის თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე მომხდარს და ამბობს რომ ჟურნალისტებს ტაძარი სწორედ იმ მიზეზით დაატოვებინეს, რომ ამ თემაზე გარჩევა არ მოესმინათ.
გიორგი გეგუჩაძეს ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქმედმა სასულიერო პირმა მიაწოდა რომელიც დღეს ჭყონდიდობის წირვას ესწრებოდა, თუმცა თეოლოგი წყაროს არ ასახელებს რადგან შესაძლოა ის საპატრიარქოსა და მეუფე გრიგოლ კაციას რისხვის ობიექტი გახდეს.
ყოფილი მღვდელმთავარი პეტრე ცაავა განმარტავს რომ ჭყონდიდის ეპარქიაში პროვოკაციის მთავარი ინიციატორი დღეს ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო, მიზანი კი მისი დისკრედიტაციაა.