ფერმერები ჩივიან, რომ იაპონიაში ქართულის სახელით ირანიდან შემოტანილი კივი გადის | საქართველოში იმპორტირებული კივის 86% ირანულია

გამოქვეყნდა:

2024 წლის 9 თვეში საქართველოში 1 108 750 აშშ დოლარის ღირებულების (1 980 ტონა) კივის იმპორტი განხორციელდა. $955 790-ის (1 904 ტონა) ირანიდან, რაც მთლიანი ოდენობის 86%-ს შეადგენს. $115 320 (37ტონა) - ნიდერლანდებიდან, $37 650-ის (38 ტონა) თურქეთიდან.

2024 წლის იმპორტის მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალია. მონაცემების მიხედვით, წელს 9-თვიან ჭრილში 1 კგ იმპორტირებული კივის საშუალო ფასი ირანიდან 50 ცენტს შეადგენდა, ნიდერლანდებიდან 3.11 ცენტს, თურქეთიდან კი 0.99 ცენტს.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ექსპორტზე 196 680 აშშ დოლარის (112 ტონა) კივი გავიდა. ექსპორტი 3 ქვეყანაში განხორციელდა: სომხეთში $103 990-ის (67 ტონა) იაპონიასა $71 540 (25 ტონა) და რუსეთში $21 150 (19 ტონა). საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე რუსეთსა და ირანთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნებში რეექსპორტი ხორციელდება. სომხეთში ექსპორტირებული 1 კგ კივის საშუალო ფასი $1.55, იაპონიაში $2.85, რუსეთში კი $1.10 -ია.

2024 წლის ოქტომბერში საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით, კივი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეულშია.

საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციაში ჩივიან, რომ საქართველოში დიდი რაოდენობის იმპორტირებული პროდუქცია შემოდის, რომლის ნაწილიც ადგილზე იყიდება, როგორც ქართული და ასევე ნაწილი საზღვარგარეთ ექსპორტზე გადის, როგორც ქართული. კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დემურ ფიფია კომერსანტთან, რომ ირანიდან იმპორტირებული კივი საქართველოდან იაპონიაში გადის, როგორც ქართული, რაც ადგილობრივი კივის მწარმოებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი შეფასებით, ადგილობრივი ბაზრისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტის უკონტროლო იმპორტი და არათანაბარი ფასებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი