სადამკვირვებლო მისიები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები ასკვნიან, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი.
"საიას", "ჩემის ხმისა" და სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, არჩევნების შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.
"სამართლიანი არჩევნების", "ჩემი ხმისა" და "საიას" სადამკვირვებლო მისიების დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. სამივე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.
სადამკვირვებლო მისიები მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ შეაჯამოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები," - წერია განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისიების განცხადების პარალელურად, ცესკოში სხდომა გაიმართა, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების შამაჯამებელი ოქმი მიიღეს.