"დაიბრუნე ხმა" | დღეს, 19:00 საათზე აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

დღეს, 17 ნოემბერს, 19 საათზე დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების ორგანიზებით, პარლამენტის წინ აქცია - "დაიბრუნე ხმა" გაიმართება.

აქციაზე დამკვირვებლები მოყვებიან 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე ნანახ დარღვევებზე, იურისტები კი  მოქალაქეებს მომხდარის სამართლებრივ შეფასებას გააცნობენ. ორგანიზატორები მოქალაქეებს ახალ არჩევნებამდე მისასვლელ ხედვასაც შესთავაზებენ. 

აქციას მარშით შეუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც თავიანთ უმაღლეს სასწავლებლებთან შეიკრიბებიან და მსვლელობით მივლენ პარლამენტის წინ. 

18:00 საათზე, ვაკის პარკთან შეიკრიბებიან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მათი მხარდამჭერები და მსვლელობით გაემართებიან რუსთაველისკენ.

 

 




 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი