"დაიბრუნე ხმა!" - ამ სახელწოდებით, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. პარლამენტთან, შეკრებილ ქართულ საზოგადოებას სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრები დეტალურად მოუყვებიან, თუ რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და თუ როგორ მიიტაცა "ქართულმა ოცნებამ" ხალხის არჩევანი.
"ქართულის სამოქალაქო სექტორი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ შევურიგდებით ამ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ გვაქვს ფაქტები, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, ჩვენ გვყავდა ათასობით ადამიანი უბანზე, რომელიც მოგიყვებათ ყველას, თუ რა ნახეს მათ, რა გამოცდილება მიიღეს მათ და რა ტიპის კრიმინალს ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნებზე, როგორ მიიტაცეს ხალხის ხმა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ რომ გამოვიდეს ამ აქციაზე. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა.
დღევანდელ აქციაზე, ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორს სამოქმედო გეგმასაც გააცნობენ. აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
ავტორი: დავით კობიძე