საქართველოს რკინიგზა ვაგონის სამუხრუჭე სისტემის ნაწილების შესყიდვას რუსეთიდან აპირებს | გამარჯვებული უკვე გამოვლენილია

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზა სატვირთო ვაგონის სამუხრუჭე სისტემის მარაგ-ნაწილების შესყიდვას რუსეთიდან აპირებს. საქართველოს რკინიგზის მიერ სატვირთო ვაგონის სამუხრუჭე სისტემის მარაგ-ნაწილების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, 8 ნოემბერს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქის ილია ქემერტელიძის კომპანიამ გაიმარჯვა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 273 280 ლარია. პროდუქციის მიწოდება კი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. მიწოდების ადგილი ქალაქი ხაშური, ოსიაურის დასახლება (ხაშურის სავაგონო დეპო).

ქემერტელიძის კომპანიას 2014 წლიდან  7 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, უმეტესობა მათგანი საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული. ასევე  ერთი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის.

კომპანიას მითითებული აქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამუხრუჭე სისტემებს შეიძენს რუსეთის ქალაქ ტვერის სამუხრუჭე აპარატურის საწარმოდან და წარმოდგენილი აქვს შესაბამისი საგარანტიო წერილიც. საწარმოს დირექტორი კ.გ ვრასკი ქემერტელიძისთვის გაგზავნილ წერილში ადასტურებს, რომ სააქციო საზოგადოება რიტმი მიაწოდებს შპს ინსპირაიშენს 2025 წელს დამზადებულ  ნაწილებს: ჰაერმანაწილებლის მთავარი ნაწილი 4381 – 200 ცალი. ჰაერმანაწილებლის მაგისტრალური ნაწილი 4380 – 120 ცალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი