საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 7:6 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველებმა თბილისში 1:0 მოიგეს. განმეორებითში კი ხორვატია ორჯერ დაწინაურდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ორჯერვე გაათანაბრა ანგარიში.