შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 პაციენტიდან 1-მა კლინიკა დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, შატილის ავარიისას დაშავებული 3 პაციენტიდან 1 კლინიკიდან უკვე გაწერეს, 2 კი მკურნალობას განაგრძობს. 

ტურძელაძე ამბობს, რომ დარჩენილი 2 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც შემთხვევისთანავე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი