მშვიდობიან აქციაზე დაკავებული 13 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. როდის გაიმართება სასამართლო უცნობია.
დაკავებულების დიდ ნაწილს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ გუშინ სულ 16 ადამიანი დააკავა, მათგან ორი ქალი და ერთი "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე გუშინვე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
სერგი ბარამიძეს მელიქიშვილის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 10-მდე პოლიციელი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ჩვენს ოპერატორს დაზიანებული აქვს თვალი. ის დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. უწყება ამის შემდეგ გადაწყვეტს დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ.
[ფოტო: "რადიო თავისუფლება"]