"მთავარი არხის" ოპერატორი სამხარაულის ბიუროში, ექსპერტიზაზე იმყოფება | სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ოპერატორმა სპეციალური საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა. სერგი ბარამიძე გამომძიებლების ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა.

ამ წუთებში ტელეოპერატორი  სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზაზე იმყოფება, სადაც შედგება ოფიციალურ დოკუმენტი რა დაზიანებები აღენიშნება მას პოლიციელების ძალადობის შედეგად. 

სერგი ბარამიძეს  მელიქიშვილზე გამზირზე გუშინ, 19 ნოემბერს 10- მდე პოლიციელი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.  მას დაზიანებული აქვს თვალი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება კონკრეტულად სერგი ბარამიძის შემთხვევაში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების მუხლებით დაიწყო. 

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო გამოძიება აქციაზე სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლების საქმეზეც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი