ბსუ-ს სტუდენტები რექტორს შეხვდნენ და დღის ბოლომდე, თსუ-ში მომხდარის დაგმობა მოსთხოვეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები პირადად გააცნეს. ახალგაზრდები ხალვაშისგან თსუ-ში განვითარებული მოვლენების დაგმობას ითხოვენ და ვადას დღის ბოლომდე აძლევენ: 

"შევხვდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ მერაბ ხალვაშს.
მოვითხოვეთ გააკეთოს განცხადება უნივერსიტეტმა, დაგმოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტი და თქვას, რომ უნივერსიტეტი არ არის სპეც დანიშნულების რაზმების ადგილი და უნივერსიტეტი არის სტუდენტების.
მივეცით ვადა დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვა ფორმებს!!!"

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი