სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კარვებს შლიან. ისინი თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.

მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ისინი ამბობენ, რომ კარვებში ღამეს გაათევენ.

რექტორის გადადგომას ახალგაზრდებმა მას შემდეგ ითხოვენ, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბრის გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა. სტუდენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მათთვის კორპუსის ჩაკეტვა და სპეცრაზმისთვის მისი გახსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი