რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ საბა მეფარიშვილის დედამ სასამართლო პროცესზე გონება დაკარგა. შემთხვევის გამო სხდომა შეწყდა და მოგვიანებით განახლდა.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფოტო: "პუბლიკა"