სასამართლომ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

აღსანიშნავია, რომ 400 ლარიანი რკინის ღობის "ზარალი" ჯერ კიდევ ივლისშია ანაზღაურებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი